|
2017-02-03 15:16:29, 931 ნახვა
საზოგადოება
სემინარზე ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობები განიხილეს
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ევროკავშირის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება საქართველოში და DCFTA“ მხარდაჭერით გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სემინარზე ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობების სხვადასხვა ასპექტის კვლევის შედეგები განიხილეს. ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქართული თაფლი არის პირველი ცხოველური პროდუქტი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება. „ქართული თაფლის ხარისხისა და შესაძლებლობების კვლევის პროცესში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით ექსპერტებთან. დღეს მოვისმინეთ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება იმ პოტენციალის ასათვისებლად, რაც ქართულ თაფლს აქვს. უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა ყველა სტანდარტზე, მეწარმეებს მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია, იმისათვის, რომ ქართული თაფლი გახდეს ხარისხიანი, ცნობადი პროდუქტი და საკუთარი ნიშა დაიკავოს ევროპის ბაზარზე“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. ევროპელმა ექსპერტმა, სტეფან შვარცინგერმა დამსწრე საზოგადოებას ჩატარებული კვლევის შედეგების გააცნო და თაფლის ხარისხის კონტროლის მნიშვნელობაზე და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თაფლის წარმოების ხელშეწყობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპარციისდა ლაბორატორიული მომსახურების სისტემის სრულყოფის მნიშვნელობას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)