|
2017-02-03 14:21:01, 867 ნახვა
საზოგადოება
იანვარში ღვინის ექსპორტი 184 %-ით გაიზარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარში, საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 322 733 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 184%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მათივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 8.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 141%-ითმეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. „იანვრის თვეში ექსპორტის მატება დაფიქსირდა ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული საექსპორტო ბაზრების მიმართულებით. 2016 წელი წარმატებული აღმოჩნდა ქართული ღვინის ექსპორტისთვის - ზრდამ 2015 წელთან შედარებით 40%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი წლის დასაწყისიდანვე აქტიურად დაიწყო და იმედი გავქვს, რომ ღვინის სექტორთან ერთად დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება ყველა მიმართულებით“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (2 861 471 ამასთან, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 8 ქვეყანაში ექსპორტირებულია 896 986 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 59%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 2,25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49% შეადგინა. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 21,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2016 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 6,6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 229% შეადგინა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)