|
2017-02-03 13:32:46, 808 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია: გამწვანება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
დედაქალაქის მერმა, 2016 წელს, გამწვანების კუთხით თბილისში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამა და განაცხადა, რომ გამწვანება იყო და არის დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. დავით ნარმანიას თქმით, გასულ წელს, დედაქალაქის მასშტაბით, 180 000 ხე-მცენარე დაირგო, თბილისსა და მის შემოგარენში კი პირველად დაიწყო ნუშისა და ზეთისხილის ბაღების გაშენება. „2014 წლიდან დღემდე, ჯამში 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული და ამ მიმართულებით, მიმდინარე წელსაც საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებს განვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის განმავლობაში, მოეწყო 30 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 249 სკვერს. მათ შორისაა იაპონური ბაღი, რომელიც იაპონური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. გავამწვანეთ და კეთილმოვაწყვეთ თამარაშვილის ქუჩის გზაგამყოფი ხეივანი. დავით ნარმანიას თქმით, ქალაქში არსებული მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობის და ახალი მწვანე სივრცეების შექმნის პროცესი 2017 წელსაც გაგრძელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)