|
2017-02-03 13:19:30, 1093 ნახვა
საზოგადოება
ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრში კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას სახელობის საკონფერენციო სივრცე გაიხსნა
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას სახელობის საკონფერენციო სივრცე გახსნეს. „ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ამ სასიხარულო დღეებში ვიზალიბერალიზაციის მოვლენასთან ერთად საინფორმაციო ცენტრში წმინდა პატრიარქ ამბროსი აღმსარებლის, ამბროსი ხელაიას სახელობის კაბინეტის დაარსება. უწმინდესი ამბროსი არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მებრძოლი დამოკიდებულებისა საოკუპაციო რეჟიმის მიმართ და ეკლესიის დაცვისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის. მივესალმებით ამ მოვლენას“,-განაცხადა მეუფემ. სივრცის გახსნასთან ერთად, ცენტრის საგამოფენო სივრცეში მარტვილის წმინდა დედათა მონასტრის ექსპოზიცია მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თექაზე შესრულებული სხვადასხვა კომპაზიციები, ხელნაკეთი ნივთები, მოზაიკური ნამუშევრები და სხვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)