|
2017-02-03 12:58:32, 889 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიში წარადგინა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიში წარადგინა. დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას 2016 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. თბილისის მერის განცხადებით, 2016 წლის მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება და გამწვანებითი ღონისძიებები იყო. „ქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, ჩვენ პროგრამული ბიუჯეტი სწორედ, ამ საჭიროებებზე მივმართეთ და ძალა არ დავიშურეთ, რათა გარკვეულწილად მაინც მოგვეგვარებინა არსებული პრობლემები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა წლების მიხედვით ბიუჯეტის ათვისებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ბიუჯეტის შესრულების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. „ჩვენ 24 საათიანი შრომით ვცდილობთ თბილისელების ყოველდღიური ცხოვრება გავხადოთ უკეთესი. ყოველი მეორე დღე სჯობდეს წინას და ამას გრძნობდეს თითოეული ჩვენი თანამოქალაქე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)