|
2017-02-03 10:10:57, 1040 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალი დირექტორი წარადგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დირექტორი - ნიკა გელაშვილი წარუდგინა. გიორგი მღებრიშვილმა ნიკა გელაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მასთან სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა. „მომსახურების სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული დანაყოფია, რომელიც აგერ უკვე მრავალი წელია, ხარისხიან მომსახურებას უწევს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, ჩვენი ქვეყნის სტუმრებს. თუმცა, ნებისმიერ სისტემას სჭირდება განახლება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თანამდებობას კარგად გაართმევთ თავს და საზოგადოებას ბევრ სიახლეს შესთავაზებთ. მინდა აღვნიშნო, რომ 2017 წელი მომსახურების სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება. წელს ამოქმედდება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქში გატანის პროექტი, რომელიც ძალიან ფრთხილ მიდგომას და დიდ შრომას მოითხოვს. უნდა გაითვალისწინოთ და გათვალოთ ყველა ნიუანსი, მოსალოდნელი რისკები და შედეგები. მე, ჩემი მხრივ, სრულ მხარდაჭერას აღგითქვამთ,“ - მიმართა ნიკა გელაშვილს გიორგი მღებრიშვილმა. შს მინისტრმა მომსახურების სააგენტოს ყოფილ დირექტორს, სასაზღვრო პოლიციის უფროსს - დათო ნიკოლეიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)