|
2017-02-02 16:05:11, 2084 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: ფინანსთა სამინისტრო მზადაა დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქცია ბიზნესთან ერთად განიხილოს
დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვარიანტს დღეს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები გაეცნენ. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მათ დეტალურად გააცნო ინსტრუქციის სამუშაო ვერსიაში მოცემული კრიტერიუმები და კონკრეტული მაგალითები. „როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქცია და აღნიშნული დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ინსტრუქციაში მოცემულია კონკრეტული კრიტერიუმები თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ავანსის თანხად, ასევე, მოცემულია კონკრეტული მაგალითები, იმისთვის, რომ უფრო მარტივად მოხდეს ბიზნესის მხრიდან აღნიშნული ინსტრუქციის გამოყენება. როგორც აღვნიშნეთ, ფინანსთა სამინისტრო ერთი კვირის ვადაში დაელოდება ბიზნესის მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებსა და წინადადებებს, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მათი ინტერესები დოკუმენტის დამტკიცების დროს," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. სამშენებლო კომპანია „დაგის“ წარმომადგენლის გელა მღებრიშვილის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი წინასწარ იხილება. „შედგა ნაყოფიერი შეხვედრა. გავეცანით ინსტრუქციის პროექტს, ჩვენი მხრიდან გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. კარგია, რომ ფინანსთა სამინისტროსთან ასეთი დიალოგის პრაქტიკა დაინერგა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი წინასწარ იხილება. ფინანსთა სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, გამოთქმული შენიშვნები აისახოს საბოლოო დოკუმენტში და გადამხდელებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ აღნიშნული ინსტრუქცია," - აღნიშნა გელა მღებრიშვილმა. დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსიის გასაცნობად, ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს სხვადასხვა ბიზნესგაერთიანებაში შემავალი კომპანიების დირექტორებთან და ფინანსურ მენეჯერებთან შეხვედრებს. (NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)