|
2017-02-02 13:16:49, 998 ნახვა
საზოგადოება
„ბორჯღალოსნების“ ახალი კვართისა და რაგბის პირველი ონლაინმაღაზიის პრეზენტაცია გაიმართა
2017 წლის 1 თებერვლიდან ბორჯღალოსნებს, უმცროს ბორჯღალოსნებს, 7-კაცასა და 7-ქალას რაგბის სამყაროში ყველაზე გამორჩეული, სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი - „ქენთებრი" (Canterbury) შემოსავს. ახალი კვართის პრეზენტაციის ღონისძიებაზე, ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს რაგბის კავშირსა და „ქენთებრის" შორის. ახალი კვართები ბორჯღალოსნებმა: მამუკა გორგოძემ და დავით კაჭარავამ წარმოადგინეს. ბორჯღალოსნების ახალი კვართი „ქენთებრის" უახლესი ტექნოლოგიითაა დამზადებული. კვართზე გამოსახულია ქართული რაგბის სიმბოლო - ბორჯღალი, მწარმოებლისა და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორის, თიბისი ბანკის ლოგოები. კვართის ზურგზე ტრადიციულად გამოსახულია ვაზი. „ჩვენი ბრენდი ძველთაგანვე ოვალურ ბურთთანაა ასოცირებული. ამდენად, ჩვენთვის დიდი პატივია, რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ძალასთან დამეგობრება. იმედია, უკეთესი აღჭურვილობა ქართული რაგბის წინსვლას შეუწყობს ხელს, " - განაცხადა „ქენთებრის" სტრატეგიული პარტნიორების მენეჯერმა, დომინიკ მაქართიმ. რაგბის სამყაროში, კონკრეტული გუნდის იდენტიფიცირებისას, კვართის ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ საქართველოს რაგბის კავშირმა და „ქენთებრიმ" იმუშავეს იმაზე, რომ შექმნილიყო სხვა ქვეყნებისგან საქართველოს განმასხვავებელი ისეთი ფერი, რომელიც ამავე დროს იქნებოდა ქვეყნის ტრადიციებთან ახლოს. შედეგად შეიქმნა სრულიად განსხვავებული და ახალი - "ღვინის ფერი". "საქართველოს რაგბის კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული რაგბის იდენტობის განმსაზღვრელ კომპონენტებს. ასეთ ელემენტებად უკვე დამკვიდრდა ბორჯღალი და ვაზის ლერწი. რაც შეეხება ფერებს, ჩვენი ნაკრები აქამდე ასპარეზობდა შინდისფერი, წითელი, შავი და თეთრი კვართებით. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფერი ორგანულად იქნება აღქმული ქომაგების მიერ და მომავალში ღვინისფერი ასოცირებული გახდება ახალ წარმატებებთან", - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ. აღსანიშნავია, რომ მეორე, ალტერნატიულ ფორმად ბრუნდება თეთრი კვართი. დღეიდან, გულშემატკივრები ახალი კვართების, საქომაგო და ყოველდღიური აქსესუარების შეძენას ნებისმიერ დროს, ონლაინ რეჟიმში შეძლებენ, ვებგვერდზე www.rugbystore.ge ინტერნეტმაღაზია რაგბის გენერალური სპონსორის, თიბისი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა. ზემოთ აღნიშნული აქსესუარების გარდა, მაღაზიაში ქომაგები ქართველ დიზაინერების მიერ შექმნილ ექსკლუზიურ, "სარაგბო" კოლექციასაც შეიძენენ, მათ შორის: მაისურებს, მორაგბეთა ავტოგრაფებიან ბურთებს და სხვა. „რაგბის ონლაინმაღაზია რაგბის კავშირთან პარტნიორობით შეიქმნა და ის პირველი ონლაინ-მაღაზიაა, რომელიც მთლიანად რაგბს ეთმობა. აქ ყველასთვის მოიძებნება საინტერესო პროდუქცია, მათ შორის, ყველაზე პატარებისთვისაც. იქნება ექსკლუზიური კოლექციებიც, რომლებსაც სპეციალურად რაგბის ონლაინმაღაზიისთვის შექმნიან ქართველი დიზაინერები. თიბისი ბანკი დაახლოებით ერთი წელია, რაც რაგბის კავშირთან თანამშრომლობს და მოხარული ვართ, რომ ეს პარტნიორობა ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება გახდა. რაგბი ჩვენი თამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრობის შედეგად სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ საზოგადოებას" , - განაცხადა „თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა. ახალი ფორმით ბორჯღალოსნები პირველად 2017 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის" სტარტზე, 11 თებერვალს, ბელგიაში ითამაშებენ.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)