|
2017-02-01 18:11:44, 1604 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილმა კრისტიან დენიელსონთან ევროკავშირი-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ევროკავშირთან მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და საფინანსო მხარდაჭერის პროგრამები განიხილა დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორ კრისტიან დენიელსონთან შეხვედრაზე. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორი თომას მეიერ ჰარტინგი, აგრეთვე ფინანსთა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გენადი არველაძე. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, კერძოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების მიმართულებით. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად განიხილა საქართველოს ფისკალური და მაკროეკონომიკური მდგომარეობა, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლო რეფორმები. მან იმედი გამოთქვა, რომ სამომავლო პარტნიორობა ევროკავშირთან მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მხარდაჭერაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების განხორციელების კუთხით. დადებითად შეფასდა ის ტენდენციები, რომლებიც არსებობს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობიდან გამომდინარე, კერძოდ, ორმხრივი ვაჭრობა გაიზარდა 14 პროცენტით, საქართველოდან ევროკავშირში აგროპროდუქციის ექსპორტი კი - 6 პროცენტით. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მიმდინარე და სამომავლო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა დიდი ნაწილიც ევროპული საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება. ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის მთავარი ფუნქციაა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების კოორდინაცია. გენერალური დირექტორატი ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლო რეგიონში განხორციელებული დახმარებებით მხარს უჭერს რეფორმებსა და დემოკრატიულ კონსოლიდაციას, ზრდის კეთილდღეობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას აღნიშნულ რეგიონში. დირექტორატი მონიტორინგს ახორციელებს ქვეყნების მიღწეულ პროგრესზე და მხარს უჭერს აღნიშნული ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს, როგორც ეს განსაზღვრულია ევროკომისიის მიერ. გენერალური დირექტორატი ასევე კოორდინაციას უწევს ევროკავშირსა და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, რაც გამოიხატება კანონის უზენაესობის, ეკონომიკური მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების რეფორმების მხარდაჭერით. გენერალური დირექტორატი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარების კოორდინაციას. "ჩვენ განვიხილეთ მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და მოვისმინეთ ძალიან კარგი განმარტება ამბიციური რეფორმების შესახებ, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, - განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დენიელსონმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვითან შეხვედრის შემდეგ. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველი დირექტორი თომას მეიერ ჰარტინგი, აგრეთვე ფინანსთა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გენადი არველაძე. დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური რეფორმები და ფისკალური მდგომარეობა გააცნო. "ჩვენ დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ფისკალური და მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორ კრისტიან დენიელსონთან შეხვედრის შემდეგ. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, კერძოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების მიმართულებით. მისი თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მხარდაჭერაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების განხორციელების კუთხით. დადებითად შეფასდა ის ტენდენციები, რომლებიც არსებობს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობიდან გამომდინარე, კერძოდ, ორმხრივი ვაჭრობა გაიზარდა 14 პროცენტით, საქართველოდან ევროკავშირში აგროპროდუქციის ექსპორტი კი - 6 პროცენტით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე და სამომავლო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა დიდი ნაწილიც ევროპული საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამომავლო პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)