|
2017-02-01 16:41:22, 1571 ნახვა
კომენტარი
„სასამართლოში სერიოზული სამუშაო ექნება ოლიმპიური კომიტეტს, მას შემდეგ რაც მასალებს გაეცნობა“
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ინფორმაციით, სარჩელში, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა სასამართლოში სეოკ-ის წინააღმდეგ შეიტანა, ათეულობით არალეგიტიმურად მიცემულ ხმაზეა საუბარი. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ზაზა ხეჩუაშვილმა საქალაქო სასამართლოში სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით შეტანილ სარჩელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში ყველა ის დოკუმენტაციაა წარდგენილი, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ შედეგები უნდა გაბათილოს. „წესდებაში დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს წევრი ორგანიზაციის დარეგისტრირება და დელეგატის წარდგენა. შეიძლება კანონმდებლობით სხვა დასახელების ორგანიზაცია იყოს დელეგატი, თუმცა ეს ყველაფერი სესიაზე უნდა იყოს ასახული და შემდგომ წესდებაში უნდა შევიდეს შესწორებები, კონკრეტული ორგანიზაციების დასახელების შესახებ. ჩვენ ეს ინფორმაცია არჩევნების შემდგომ, კონსულტაციების შედეგად მივიღეთ. აქ არის ათეულობით ხმაზე საუბარი და არა იმ ხუთ ხმაზე, რაზეც ამ ბოლო დღეებში საუბრობენ. ჩვენი სარჩელი 80 გვერდს შეიცავს, სადაც დეტალურადაა დადასურებული ის, რასაც ჩვენ ვამბობთ. საკმაოდ სერიოზული სამუშაო ექნება ოლიმპიური კომიტეტის ადვოკატს სასამართლოში, მას შემდეგ რაც მასალებს გაეცნობა. ეს მასალები კომიტეტს ჯერ არ მოუღია, ჩვენ კანონით დადგენილ ვადებში გადავუგზავნით“,- განაცხადა ზაზა ხეჩუაშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს.
(NS)
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)