|
2017-02-01 16:08:17, 1084 ნახვა
საზოგადოება
Oxfam: საქართველოში ხილი და ხორცი მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვის არის ხელმისაწვდომი
არასამთავრობო ორგანიზაცია Oxfam-ის კვების ეროვნული კვლევის თანახმად, საქართველოში ხილი და ხორცი მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვის არის ხელმისაწვდომი. როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში ყველაზე ხშირად შემწვარ კარტოფილს, ლობიოს და აჯაფსანდალს ამზადებენ. კერძოდ, შემწვარ კარტოფილს 41% ამზადებს, ლობიოს- 23%, აჯაფსანდალს კი 16%. საკვების მოსამზადებლად ყველაზე ხშირად გამოყენებული პროდუქტების მონაცემების გაანალიზება შემოსავლების მიხედვით, აჩვენებს, რომ დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობა ძირითადად საკვებს ამზადებს ძირხვენებისგან - 68%, ხოლო მაღალი შემოსავლების ჯგუფი - 73% ხორცისგან. მთაში უხშირესად საკვებს ამზადებენ ძირხვენის გამოყენებით - 79%, ხორციანი საკვები მზადდება მხოლოდ 37%-ში. „დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც უპირატესად ნახშირწყლოვანი საკვების მომხმარებელი, რომელიც განიცდის ცილოვანი, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვების დეიფიციტს. მოზრდილებისა და ბავშვების მონაცემების შედარებით გამოვლენილი სხვაობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შინამეურნეობებში არ ხდება ყველა ოჯახის წევრების საჭიროების გათვალისიწნება და საკვების თანაბრად გადანაწილება, რაც არა მხოლოდ საკვებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებით არის გამოწვეული, არამედ მოსახლეობის ცოდნის დეფიციტს უკავშირდება“, - აღნიშნულია კვლევაში. ცნობისათვის, კვლევის საველე სამუშაოები 2015 წელს განახორციელა ACT ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა. რაოდენობივი კვლევის ფარგლებში, 1000 ინდივიდუალური ინტერვიუ ჩატარდა საქართველოში მაცხოვრებელ ოჯახებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)