|
2017-01-31 15:23:11, 1051 ნახვა
საზოგადოება
მერიასთან შეკრებილი მოვაჭრეები - თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას დავიწყებთ
თბილისის მერიასთან შეკრებილი მოვაჭრეები განადგურებული ნივთების საფასურის ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობამ ყურადღებას მხოლოდ „ბავშვთა სამყაროს“ და „ოქროს ბირჟის“ მოვაჭრეებს აქცევს ყურადღებას. მათი თქმით, "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარედ არსებულ სამ ბაზრობის ტერიტორიაზე, რომელიც ასევე განადგურებულია, არავინ საუბრობს. „თუ ვინმე მოვიდა ისეთ ჩაჭრებს აკეთებენ, რომ მაინც არ აჩვენონ რას ლაპარაკობს ხალხი და რეალურად რა მდგომარეობაა. აცხადებენ, რომ დაიწვა „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორია, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ „ოქროს ბირჟას“, მაგრამ ამის გარდა დაიწვა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამი ბაზრობა. აქ ვდგავართ იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რა არის ჩვენი ბედი. ხვალ რა გველოდება არ ვიცით, დავრჩით შიშველნი იმ 20 ლარით, რაც ხელზე გვქონდა. საქონელი აღარ გვაქვს. დირექცია გვთავაზობს, რომ მერიას მოველაპარაკოთ, მერია კი ამბობს, რომ პასუხი დირექციამ უნდა აგოს“, - აცხადებენ მოვაჭრეები. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ნანო მოწონელიძის თქმით, ბაზრობის დირექციამ კარგად იცის, თუ რა პროდუქცია თითოეულ მოვაჭრეს და შესაბამისად, შეუძლიათ, საქონლის ხარჯი აანაზღაურონ, რასაც ჯერ არ აკეთებენ. „ვითხოვთ განადგურებული ნივთების საფასურის ანაზღაურებას. ასევე ვითხოვთ, ალტერნატიული ფართები მოგვცენ, რომ არსებობა გავაგრძელოთ. დირექციამ კარგად იცის ვინ რა საქონელს ვყიდიდით და რა ღირებულების იყო. თუ ვინმეს ქონდა მაგალითად 50 ათასი ჩადებული, მერწმუნეთ არ ვიკადრებთ და არ ვიტყვით, რომ 150 ჩავდეთ. ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის. ვინ უნდა აგოს პასუხი ხალხის წინაშე? შეიძლება საქართველოში ქართველი იყო ასე ბოლომდე განადგურებული? მთავრობა იმასაც არ კადრულობს, რომ ჩამოვიდეს და აქ მყოფ ხალხს შეპირდეს მაინც ხვალინდელი დღის არსებობის. ხვალ მე პირადად 400 დოლარი მაქვს შესატანი ბანკის ვალი და არ ვიცი ეს თანხა საიდან მოვიტანო. რაში აწყობს მთავრობას საქართველოდან გაქცეული ქართველები!?“, - განაცხადა მოწონელიძემ. აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან. ადგილზე ცოტა ხნის წინ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი მივიდა. მან აქციის მონაწილეებს დახმარება შესთავაზა, თუმცა მოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ არ სურთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან იყვნენ კავშირში. დათუკიშვილმა მერიას მოუწოდა, აქციაზე შეკრებილ ადამიანებს რაც შეიძლება მალე გასცენ პასუხი და დაეხმარონ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)