|
2017-01-31 13:03:25, 2068 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, ივან ნოსკევიჩს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს და ბელარუსის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რაც ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს შს სამინისტროს პოლიციის ატაშეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაში, ასევე, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლაში. შს მინისტრმა სტუმარს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომლის შექმნის მიზანი პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესებაა. გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის რეგიონულ-საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების პროექტის შესახებაც ისაუბრა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს შს სამინისტროს სახით, საიმედო პარტნიორი შევიძინეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი მღებრიშვილს გულთბილი და ნაყოფიერი შეხვედრისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - განაცხადა ივან ნოსკევიჩმა. შეხვედრაზე შს მინისტრმა და ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ვიზიტის ფარგლებში, ივან ნოსკევიჩი შსს-ს აკადემიას, ერთობლივი ოპერაციების ცენტრს და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვევა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)