|
2017-01-28 19:53:27, 1957 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
შავგულიძე პრეზიდენტზე: ეს იყო სამართლებრივად და პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, შალვა შავგულიძე, ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებას დადებითად აფასებს და თვლის, რომ პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც შავგულიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს, გარდა შეწყალების გამოყენების ვალდებულებისა, გამოუყენებლობისთვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა. „ვფიქრობ, პრეზიდენტმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გარდა იმისა, რომ ეს იყო ჰუმანური გადაწყვეტილება და მადლობა მას ამისთვის, ეს იყო სამართლებრივად და პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება. როდესაც ამ საქმეზე საერთაშორისო ექსპერტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება, სახალხო დამცველის ოფიციალური პოზიციაც გამოჩნდა, რომ ბრალდების საფუძვლიანობა სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს და ასე შემდეგ, როცა ასე არადამაჯერებელია ის განაჩენი და მით უმეტეს, როცა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ამ პირთა მსჯავრდება გაფლანგვის ბრალდებით იყო არასწორი, რომ ამ ადამიანებს ეს დანაშული არ ჩაუდენიათ და ახლა დააკვალიფიცირა გაცილებით მსუბუქი მუხლით, ასეთ შემთხვევაში, იმ დარჩენილი ერთნახევარი თვის ბოლომდე მოხდა, მიზანშეწონილად არ შეიძლებოდა ჩაეთვალა პრეზიდენტს. სწორედ ეს იყო ის მომენტი, როდესაც მას უნდა გამოეყენებინა შეწყალება. იქნებ ის ახალი ბრალდებაც არასწორია, როგორც წინა, 7 წლის სასჯელით. პრეზიდენტი ამ საქმის მსვლელობას აკვირდებოდა, აცხადებდა საჯაროდ, გვქონდა კიდევაც მასთან შეხვედრა და ადვოკატებისგან ღებულობდა ინფორმაციას“, - განაცხადა შავგულიძემ. ცნობისთვის, ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ შეიწყალა. მათ საპატიმრო უკვე დატოვეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)