|
2017-01-28 12:43:06, 1599 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: პრეზიდენტს საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღეს პრეზიდენტს აქვს საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილებები და დამატებითი შეზღუდვის კონკრეტული დასაბუთება მას არ მოუსმენია. როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით კონსტიტუცია ნათელ პასუხს უნდა იძლეოდეს. „ერთადერთი საკითხი რაზეც ჩვენ გვაქვს პოზიცია პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, ეს არის საგარეო ურთიერთობებში დაზუსტება, ვინ რაზეა პასუხისმგებელი და ვის რა უფლება აქვს, რომ კონსტიტუცია ამაზე ნათელ პასუხს იძლეოდეს და არ იქმნებოდეს გაურკვევლობები. აქ არის საჭირო გარკვეული სიცხადის შეტანა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეიკვეცება არსებითად პრეზიდენტის უფლებები. აქ უბრალოდ საქმე გვექნება დაზუსტებებსაა და სიცხადესთან“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, იურისტის თქმით, თუ საუბარია წესის ცვლილებაზე მას მყარი დასაბუთება სჭირდება. „ჩვენი პოზიცია, არის რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი გზით არის სწორი და მისაღები, თუმცა თუ ვინმეს აქვს მძაფრი სურვილი, რომ ეს შეიცვალოს მაშინ ამას თან უნდა ახლდეს ძალიან არგუმენტირებული დასაბუთება და ეს არ უნდა იყოს მიმართული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, იმიტომ რომ ეს ნამდვილად დატოვებს შთაბეჭდილებას, რომ კიდევ ერთხელ ამ ქვეყანაში კონსტიტუცია კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)