|
2017-01-27 16:09:18, 1003 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომა აჭარაში უამინდობასთან დაკავშირებული მდგომარეობის გაცნობით დაიწყო. უხვი ნალექის შესახებ ინფორმაცია რეგიონის ხელმძღვანელს ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ მიაწოდა. მათივე ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების განხილვამდე ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრისაგან ციტრუსის სეზონის შესახებ შემაჯამებელი ინფორმაცია მოისმინა. ლაშა კომახიძის თქმით, გასულ წლებთან შედარებით წელს აჭარას საუკეთესო ციტრუსის სეზონი ჰქონდა. მისივე თქმით, 30 ათას ტონაზე მეტი ციტრუსის ექსპორტირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც ტრადიციულ, ისე ახალ საექსპორტო ბაზრებზე. ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს წარმატებული სეზონის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ბაზრების დივერსიფიკაცია კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს. მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ დასამტკიცებლად აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის დოკუმენტი წარადგინა. მიმდინარე საკითხებთან ერთად სხდომაზე განხილულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ წარადგინა. დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა დღის წესრიგით განსახილველი ყველა საკითხი. (NS)
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)