19:51 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 18:53:51, 2414 ნახვა

პოლიტიკა სამართალი საზოგადოება
უკრაინის რადას დეპუტატი: სასამართლოს მიერ საკუთარი სხდომის საბოტაჟის მოწყობა იმის ნიშანია, რომ აქ პუტინის ხალხია

ის, რომ დღეს სასამართლომ საკუთარი სხდომის საბოტაჟი მოაწყო, ეს შიშის ნიშანია. მათ ეშინიათ მისი გაშვება, რადგან პუტინის ხალხია, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა იგორ სობოლევმა განაცხადა.

ის ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში დარჩენილი არიან პრეზიდენტ იანუკოვიჩის თანამოაზრეები, რომლებიც ცდილობენ, დესტრუქცია მოაწყონ უკრაინაში და რუსული თამაში ითამაშონ. მისივე განცხადებით, უკრაინელი საზოგადოება მეომრის [გია ცერცვაძის] მხარესაა.

„უკრაინული საზოგადოება მეომრის მხარესაა, იმის მხარესაა, ვინც თავისუფლებას იცავს როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. სამწუხაროდ, უკრაინის სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა, იანუკოვიჩის შემდეგ არ შეცვლილია. ჩვენ იგივე პრობლემები გვაქვს უკრაინელ მოხალისეებთან დაკავშირებითაც. ერთადერთი გზა გავათავისუფლოთ და დავიცვათ ეს ადამიანები, არის ის, რომ როგორც დღეს, გავერთიანდეთ და ვუთხრათ მათ, რომლებიც რაღაც ფურცლების საშუალებით ახდენენ კანონის ფალსიფიცირებას, ცდილობენ დააპატიმრონ, გადასცენ აგრესორს თავისუფლებისთვის მებრძოლები, რომ ასე არ მოხდება,  რომ მებრძოლები უნდა გაათავისუფლონ პატიმრობიდან. ის, რომ დღეს სასამართლომ საკუთარი სხდომის საბოტაჟი მოაწყო, ეს შიშის ნიშანია. მათ ეშინიათ მისი გაშვება, რადგან პუტინის ხალხია,“ - განაცხადა რადას დეპუტატმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics