|
2017-01-26 13:55:34, 798 ნახვა
საზოგადოება
თბილისში „100 მედეგი ქალაქის“ პირველი სამუშაო შეხვედრა იმართება
როკფელერის ფონდის მიერ შექმნილი „100 მედეგი ქალაქის“ ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაში, რომელიც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა, მედეგობის მთავარი მრჩევლები ბარსელონადან, ბრისტოლიდან და პარიზიდან; ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და სამეცნიერო დაწესებულებების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. თბილისის მერის თქმით, თბილისი მსოფლიოს „100 მედეგი ქალაქის“ ქსელს 2016 წლის მაისში შეუერთდა. „მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისი აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც ამ ქსელში ჩაერთო. პროექტის ფარგლებში, თბილისი როგორც ფინანსურ დახმარებას, ასევე საექსპერტო მომსახურებას მიიღებს, რათა ჩვენი ქალაქი გახდეს უფრო მეტად მედეგი, შოკების და რისკების რეაგირება კი იყოს უფრო ოპერატიული. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ბევრი წამყვანი ქალაქების გამოცდილებას შევისწავლით, ექსპერტები კი დაგვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენს ქალაქს ჰქონდეს შესაბამისი სტრატეგია და ფუნქცია- მოვალეობები“ -განაცხადა დავით ნარმანიამ. „100 მედეგი ქალაქი“ ითვალისწინებს ქალაქების მედეგობას სტიქიებთან ბრძოლისა და სირთულეების დროული დაძლევის თვალსაზრისით, რომელთა შორისაა, უმუშევრობის მაღალი დონე, არაეფექტური სატრანსპორტო სისტემა, ენდემური ძალადობა და ა.შ. „100 მედეგი ქალაქის“ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონული დირექტორის სტიუარტ სარკოზი-ვანოჩეს თქმით, ეს არის პირველი სამუშაო შეხვედრა პროექტ“ 100 მედეგი ქალაქის“ ფარგლებში. მისივე განმარტებით, შეხვედრის მთავარი მიზანი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა და იმის დადგენაა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ქალაქები. როგორც სტიუარტ სარკოზი-ვანოჩემ განაცხადა, სამომავლოდ უნდა შემუშავდეს სტრატეგიული გეგმა, რომელიც ქალაქებს 21-ე საუკუნის გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. თბილისი, როგორც „100 მედეგი ქალაქის“ ქსელის მონაწილე, ტექნიკურ დახმარებასა და საჭირო რესურსებს მიიღებს, რათა, მომავალი წლების განმავლობაში, შექმნას და განახორციელოს მედეგობის სტრატეგია. ქსელში ჩართული ყოველი ქალაქი ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებს, რათა ქალაქის მთავრობაში შეიქმნას ახალი, ინოვაციური თანამდებობა –მრჩეველი მედეგობის საკითხებში, რომელიც მედეგობისაკენ მიმართული ქალაქის ქმედებებს ჩაუდგება სათავეში. მედეგობის მძლავრი სტრატეგიის შესაქმნელად გამოიყოფა ტექნიკური დახმარება, პროექტში მონაწილე ქალაქებს ექნებათ წვდომა გადაწყვეტილებებზე, მომსახურების მომწოდებლებზე და კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე პარტნიორებზე, რომლებსაც შეუძლიათ, თავიანთი მედეგობის სტრატეგიების განხორციელება, აგრეთვე მონაწილე ქალაქები გახდებიან გლობალური ქსელის წევრები, რაც ერთმანეთისგან სწავლის საშუალებას იძლევა. „100 მედეგი ქალაქი როკფელერის ფონდის მიერ დაფუძნდა. ეს არის საგრანტო პროგრამა, რომელიც, მსოფლიოს მასშტაბით, ხელს უწყობს ქალაქების მედეგობის გაძლიერებას ფიზიკური, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. (NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)