|
2017-01-25 15:32:19, 1774 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი ოპონენტებზე: ქვეყნის სიყვარულში ეს უღირსი ადამიანები ჩვენ ნუ შეგვეჯიბრებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოპონენეტების სურვილია, საქართველოს მთავრობა მუდმივად თავის მართლების რეჟიმში იმყოფებოდეს. როგორც კვირიკაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ოპონენტებმა აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და ხელისუფლების საქმიანობის დღის წესრიგის შეცვლა სურთ. „მთავარი აქ არის ის, რომ დღეს ოპონეტებს სურთ მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლების რეჟიმში. მათ აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და სურთ ჩვენ ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევლები. ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ათწლეულების პერიოდის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაში, რომელმაც ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციას, რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო. მიუხედავად ამისა, ისინი ჩვენს დღის წესრიგს ვერ შეცვლიან, გავაგრძელებთ აუცილებლად თანმიმდევრულად იმ გზაზე სიარულს, რასაც ჩვენი ქვეყნის ერთხელ და სამუდამოდ ამ უბედურებიდან გამოყვანა ჰქვია, რასაც ჩვენი ქვეყნის სწორ, განვითარების გზაზე დაყენება ჰქვია. ესაა შეუცვლელი დღის წესრიგი და ამაში ჩვენი ქვეყანა გვერდში გვიდგას. მიუხედავად იმისა, ვინ დომინირებს მედია სივრცეში, ჩვენ ქვეყნის სიყვარულში ეს უღირსი ადამიანები ნუ შეგვეჯიბრებიან“,-განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე უკრაინაში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. რუსული მხარე მას 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს. ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება და რომლითაც დადასტურდება, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე ნამდვილად იბრძოდა. როგორც მამულაშვილმა გუშინ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, გია ცერცვაძეს ხუთშაბათს, სასამართლოს შემდეგ გაათავისუფლებენ.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)