19:22 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 00:13:52, 3143 ნახვა

პოლიტიკა სამართალი საზოგადოება
ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი: გია ცერცვაძეს ხუთშაბათს გაათავისუფლებენ

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება და დაადასტურებენ, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე ნამდვილად იბრძოდა.

როგორც მამულაშვილმა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, გია ცერცვაძეს ხუთშაბათს, სასამართლოს შემდეგ გაათავისუფლებენ.

„უნდა დაგვედასტურებინა, რომ ეს ადამიანი ნამდვილად იბრძოდა უკრაინის მხარეზე. ეს წერილი მზადდება ახლა და გადაეცემა პროკურორს,“ - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა გივი თარგამაძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ უკრაინის გენერალურ პროკურორი იური ლუცენკო იძლევა გარანტიას, რომ აპელაციაზე გია ცერცვაძე იქნება გათავისუფლებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics