|
2017-01-24 16:19:36, 1022 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან კლინიკებთან სადავო თანხების ადმინისტრირების ახალი მეთოდი ამოქმედდა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია სასამართლოს დასრულებამდე სადაო თანხები კლინიკებს შემდეგი თვეების ანაზღაურებიდან დაუქვითოს. გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტრო კანონით მინიჭებული ვალდებულებების ფარგლებში ახორციელებს საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრიობის და ეფექტურობის კონტროლს. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც რიგი კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუსაბუთებლად ითხოვენ თანხას. შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში სადაო თანხა სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან საჩივრდება სასამართლოში, თუმცა ასეთი დავები ხშირ შემთხვევაში წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება. შესაბამისად ვერ ხდება თანხის ბიუჯეტში დროული მიმოქცევა. რაც სერიოზული პრობლემა იყო ერთი მხრივ, ბიუჯეტის პარამეტრების ადეკვატური შესრულებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, კლინიკებთან ადეკვატური საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. დღეის მდგომარეობით, დავა მიმდინარეობს 21-ზე მეტ კლინიკასთან 100-ზე მეტ შემთხვევაზე, ჯამში 8 მილიონ ლარზე. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესია, თუმცა დავის დასრულებამდე იტოვებს უფლებას მომავალი თვეების ანაზღაურებაში შეაკავოს ამ ტიპის სადავო თანხის ოდენობა. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო კლინიკის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, შეჩერებული თანხა დაწესებულებას უკან დაუბრუნდება. ადმინისტრირების ამ მეთოდის შემოღების საფუძველს გვაძლევს არსებული სტატისტიკა, რომელიც უჩვენებს რომ სასამართლო დავების 95 პროცენტი სამინისტროს სასარგებლოდ დასრულდა. ადმინისტრირების ახალი წესი გათვლილია იმაზეც, რომ საჯარიმო თანხების რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ კლინიკების ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს ან არ შეიზღუდოს სამედიცინო დაწესებულებების მუშაობა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)