|
2017-01-24 14:08:51, 1008 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკოს ინფორმაციით, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტებს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, კონკრეტულ კლინიკებში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტებს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ და ეს ხდებოდა იმის გამო, რომ კლინიკებს ზედმეტი თანხა გამოეწერათ. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს ზოგიერთი ფსიქიატრიული კლინიკისთვის დაფინანსების შემცირების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. „მწვავე შემთხვევების მართვის დროს, როდესაც ქრონიკული დაავადება მწვავდება, პაციენტი აბსოლუტურ შემთხვევაში საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას. ჩვენმა მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ კლინიკები არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ, ის ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ან განმესამებით შედიოდა იგივე ან სხვა კლინიკაში, ეს ხდებოდა იმისათვის, რომ ამ კლინიკებს ზედმეტი თანხა გამოეწერათ და ამას პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე აკეთებდნენ. მწვავე ფსიქოზის დროს პაციენტს განსაკუთრებული მოვლა და მკურნალობა სჭირდება. სამწუხაროდ ამ ყველაფრის უკან რეალურად ფინანსური ინტერესები დგას, მათ შორის იმ კლინიკების, რომლებიც ბოლო პერიოდში ყველაზე მეტს ხმაურობენ“,- განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე განმარტებით, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისას ადამიანთა სამი ჯგუფი გამოიკვეთა. „ერთი- ადამიანები, რომლებიც ამ პაციენტებს რეალურად გულშემატკივრობენ, თუმცა ყველა დეტალში არ არიან ჩახედულნი. ჩვენ მათ სიამოვნებით გავარკვევთ სიტუაციაში. მეორე - ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ხეირი აინტერესებთ და მესამე - პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, რომლების მიზანიც ნეგატივის წამოწევაა. რაც შეეხება პროგრამას, რომელიც არის დამტკიცებული - ცვლილებები, რომელიც გატარდა მხოლოდ პაციენტების ინტერესებისკენ იყო მომართული და ეს ცვლილებები არ იქნება ბოლო“,- განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიატრიულ კლინიკებს სახელმწიფო დაფინანსება შეუმცირა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)