11:08 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-29 11:08:26, 722 ნახვა

სამართალი
შსს-მ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე თაღლითური დაჯგუფება დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე: 1992 წელს დაბადებული ჯემალ ჭ, 1990 წელს დაბადებული გოგიტა ბ, 1991 წელს დაბადებული თამაზ ტ. და 1989 წელს დაბადებული გიორგი დ. ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში გერმანიის საელჩოში ვიზის მიღების მიზნით ყალბი ცნობები წარადგინეს, თითქოს ისინი არიან სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრები და აქვთ ყოველთვიური შემოსავალი შემოწირულობის სახით, რომელიც თვეში დაახლოებით 900 ლარიდან 1300 ლარამდე შეადგენს.

სამართალდამცველებმა ყალბი ცნობები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics