|
2017-01-20 17:54:51, 1231 ნახვა
საზოგადოება
ანდრია გვიდიანი: ფინანსური პირამიდების არსებობა, ეროვნული ბანკის არასწორი რეგულირების შედეგია
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ეხმაურება ბოლო პერიოდში გამოვლენილი ფინანსური პირამიდების საკითხს. ანალიტიკოსის თქმით, პრობლემა იმ არასწორი რეგულაციების შედეგია, რომელიც ეროვნული ბანკის კანონში არის წარმოდგენილი. მისივე განცხადებით, ამ მიმართულებით პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ფინანსური პირამიდების არსებობის რისკები საფუძველშივე უნდა აღმოიფხვრას. „ბოლო პერიოდში მეანაბრეების პროტესტმა ფინანსური პირამიდების პრობლემატიკა კიდევ ერთხელ გაააქტიურა. ჩემი აზრით, საქმე გვაქვს კლასიკურ პირამიდასთან როგორც „საფინანსო კომპანია საქართველოს“, ისე „ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას“ შემთხვევაში. მიმაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემის წარმოშობის საფუძველი, არის ის არასწორი რეგულირების პოლიტიკა, რომელიც ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს აქვს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ეროვნული ბანკი კომპანიას რეგულირების ქვეშ მხოლოდ მას შემდეგ აქცევს, რაც იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა), ფინანსურ სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან, ან იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა ხუთ მილიონ ლარს აღემატება. ამ შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, გაიაროს რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისთვის დადგენილი მოთხოვნები. რა თქმა უნდა, ზემოთ აღნიშნული ზღვრების დაწესება, აბსოლუტურად გაუგებარი და ალოგიკურია. საინტერესოა, რომელ გათვლებს ეფუძნება კონკრეტულად ან ხუთი მილიონი, ან ოთხასი მეანაბრე. რასაკვირველია, მსგავსი ლოგიკურად აუხსნელი ზღვრების დაწესება აჩენს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ კონკრეტულად ეს რეგულაცია ქაოტურად არის დაწესებული, რომელიც არანაირ გათვლებს არ ეფუძნება. ცხადია, მსგავსი გაუმართავი რეგულაცია პრობლემას წარმოადგენს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის მთავარ პრინციპს, დაიცვას მეანაბრეთა და კრედიტორთა უფლებები. შესაბამისად, რეკომენდაციის სახით, მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, რომ კანონში ცვლილებები შეიტანოს. კერძოდ ვთვლი, რომ ზემოთ მოყვანილი ხუთი მილიონისა და ოთხასი მეანაბრის ზღვრები საერთოდ უნდა გაუქმდეს და იურიდიული პირი, რომელიც გადაწყვეტს ანაბრების მიღებას, მყისიერად უნდა ექცეოდეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ. აღნიშნული ცვლილებები სამომავლოდ გახდება ფინანსური პირამიდების არსებობის რისკებისგან თავის დაზღვევის მექანიზმი და, შესაბამისად, მსგავსი ქმედებით მეანაბრეები პოტენციური რისკებისგან დაზღვეული იქნებიან“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)