|
2017-01-19 18:00:20, 2436 ნახვა
სამართალი
„გირჩი“: შსს-სთვის დასაშვებია, სასულიერო პირები „პრივილეგირებულ
პოლიტიკური ცენტრი „გირჩი" მოქალაქე გიორგი ჯახუას საქმეზე შსს-ს რეაგირებას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ „გირჩი" განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევს შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ გიორგი ჯახუა, ვისი სახლიდანაც სამართალდამცავებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის. „გირჩი“ მიიჩნევს, რომ გიორგი ჯახუას ნებისმიერ სტატუსს საქმესთან არანაირი კავშირი აქვს. „სამინისტროს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში შერჩევითი მართლმსაჯულების არსებობას. მათი ეს ნაბიჯი ასევე დასტურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დასაშვებია მოქალაქეთა ნაწილი - პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანები და სასულიერო პირები „პრივილეგირებულ", ხოლო რიგითი მოქალაქეები „არაპრივილეგირებულ" ჯგუფებად განიხილოს და მშვიდად განაგრძოს ამ უკანასკნელთა მიმართ რეპრესიული და არაადამიანური მოპყრობა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანის ბუნებრივ, ღვთისგან ბოძებულ უფლებათა წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არსად, საქართველოს არც ერთ კუთხეში, კანაფის დათესვისა და კულტივაციის გამო არ იდევნებოდნენ ადამიანები, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ რელიგიური მრწამსისა. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა ძალოვან უწყებებს, თუ აპირებთ გააგრძელოთ არსებული ნარკოპოლიტიკა, სახლებში შეუვარდეთ და ღირსება შეულახოთ ადამიანებს კანაფის კულტივაციის გამო, ეს პროცესი დაიწყოთ „გირჩის" იმ წევრებისგან, ვინც საჯაროდ, ტელეკამერების წინაშე ჩავიდინეთ ეს ე.წ. „დანაშაული", წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი მორალური უფლება არ გრჩებათ მალულად „უსწორდებოდეთ" ქვეყნის წესიერ მოქალაქეებს“,-ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)