|
2017-01-18 11:25:47, 1344 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ დეპუტატები იმას გააკეთებენ, რასაც პარტია დაავალებთ
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 15%-მა აღნიშნა, რომ მისი მაჟორიტარი დეპუტატი მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავდა. კერძოდ, გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ პარლამენტარები იმას გააკეთებენ რასაც პარტია დაავალებთ. როგორც გამოკითხვაშია აღნიშნული მოლოდინები პარტიის მხარდაჭერის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგალითად: "ქართული ოცნების" მხარდამჭერების 72% აცხადებს, რომ პარლამენტი მათ ინტერესებს დაიცავს, მაშინ როცა ამ მოსაზრებას სხვა პარტიის მხარდამჭერებისა და უპარტიო მოქალაქეების (ისინი, ვინც არ ასახელებენ თუ რომელი პარტია არის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს) 40%-ზე ნაკლები ეთანხმება. "ქართული ოცნების" მხარდამჭერების გამოკლებით, გამოკითხულთა 30%-ი ფიქრობს, რომ სურვილის შემთხვევაში პარლამენტართან შეხვედრის დანიშვნას ადვილად შეძლებდა, მოქალაქეების უმეტესობა კი ამბობს, რომ პარლამენტის შენობაში შესვლა რთულია. “მართალია, ქართული ოცნების მხარდამჭერები მტკიცედ უჭერენ მხარს ახალ პარლამენტს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ საკანონმდებლო ორგანო და მისი წევრები საქართველოს ყველა მოქალაქეს წარმოადგენდნენ, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ამ მოქალაქეს პარლამენტისადმი”, - განაცხადა NDI-ის ოფიცის ხელმძღვანელმა საქართველოში ლორა თორნტონმა. კითხვაზე, საერთო ჯამში, როგორ ფიქრობთ, ახალი პარლამენტი წინა პარლამენტთან შედარებით, უკეთესად, იგივენაირად, თუ უარესად იმუშავებს, გამოკითხულთა 42% განაცხადა, რომ უკეთესად იმუშავებს. 30%-ი აცხადებს, რომ ახალი პარლამენტი იგივენაირად იმუშავებს, 8%-ი თვლის, რომ უარესად, ხოლო 19%-მა კითხვაზე პასუხი არ იცი. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)