|
2017-01-17 21:51:53, 1144 ნახვა
საზოგადოება
ტალებ რიფაი: საქართველო სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, რომელიც ბედნიერია, ყოველთვის იღიმება და იქ თავს საკუთარ სახლში გრძნობ
საქართველო საოცარი ქვეყანაა - ეს არის სიცოცხლით, ენერგიით სავსე ქვეყანა, ლამაზი ხალხით, რომელიც ბედნიერია, ყოველთვის იღიმება და იქ თავს საკუთარ სახლში გრძნობ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დატვირთული განრიგის მიუხედავად, გამონახა დრო და დღეს ჩვენთან ერთად არის, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტალებ რიფაიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "როგორც ხედავთ, საქართველო სავსეა ახალგაზრდა პოლიტიკური ტალანტებით", - აღნიშნა ტალებ რიფაიმ. შეხვედრაზე, რომელიც მადრიდში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სათავო ოფისში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პარტნიორობას, რომელიც დინამიურად ვითარდება. გიორგი კვირიკაშვილმა, გენერალურ მდივანს, წლების განმავლობაში, საქართველოს ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა და ტალებ რიფაიმ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სათავო ოფისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გახსნეს. საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, ორგანიზაციაში განთავსებული თითოეული დაფა ნიშანია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობებისაგან ტურიზმის სფერო იმსახურებს. "ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რადგან გვწამს ტურიზმის ტრანსფორმაციული ძალისა; ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები, პრინციპები და იდეები, რომელთა თანახმად, ტურიზმი ხალხათაშორისი ურთიერთობების დამყარების, კულტურათა შორის ურთიერთგაცვლის, ეკონომიკური წარმატების ქვაკუთხედია. თითოეული ჩვენგანის აქ ყოფნა ადასტურებს იმას, რომ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ ძალას არ ვკარგავთ და განვაგრძობთ ყველა მიმართულების მხარდაჭერას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გენერალური მდივნის, ტალებ რიფაის ხელმძღვანელობის მანძილზე მსოფლიო ტურისტულმა ორგანიზაციამ და ტურიზმის ინდუსტრიამ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ სექტორად ჩამოყალიბდა. "საქართველოს მიერ, მოკრძალებულად დასახელებული გენერალური მდივნობის კანდიდატი, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი - გახლავთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ესპანეთში საქართველოს ელჩი, უზარმაზარი გამოცდილებით ტურიზმის სფეროში - ის ეკონომიკის ყოფილი მინისტრია და სწორედ ტურისტულ ინდუსტრიას კურირებდა. დარწმუნებული ვარ, ის ნამდვილად ღირსეული კანდიდატი იქნება ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე. ის იქნება ღირსეული მემკვიდრე და გაიზიარებს ორგანიზაციის მიერ, ბატონი ტალებ რიფაის პირადი ძალისხმევის შედეგად, აღიარებულ ღირებულებებსა და პრიორიტეტებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის მონაწილეებს წარმატება უსურვა. პრემიერმა სტუმრები ქართული ღვინის დასაგემოვნებლად მიიწვია. "UNESCO-ს მიერ აღიარებული მეღვინეობის ტრადიციით, რომელიც 8000 წელზე უფრო მეტს ითვლის, საქართველო ღვინის სამშობლოდ მიიჩნევა და მოხარულები ვართ, რომ დღეს გვაქვს საშუალება, ეს ტრადიციები თქვენც გაგიზიაროთ", - მიმართა სტუმრებს გიორგი კვირიკაშვილმა.
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)