|
2017-01-16 14:34:06, 1037 ნახვა
საზოგადოება
შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი იწყება
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დაიწყო. სწავლება „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ზამთრის კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 14 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ქართველ სამხედროებთან ერთად სწავლებაში ლიტვიდან, საფრანგეთიდან და სომხეთიდან მოვლენილი ჯარისკაცები მონაწილეობენ. ზამთრის წვრთნები ორ ეტაპად დაიგეგმა. თავდაპირველად კურსში მონაწილე სამხედროები ორფოლოს პოლიგონზე, მთიან რელიეფზე საშტატო იარაღიდან სროლის ტექნიკას დახვეწენ. სწავლების მეორე ფაზაში მსმენელები გუდაურში გაემგზავრებიან, სადაც თოვლში თხილამურით მარშგადაადგილება, თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავში მოყოლილი დაზარალებულის ძებნა და ევაკუაცია მოუწევთ. შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ზედამხედველობენ. თითოეული ამოცანის შესრულების დროს თითოეული სამხედრო მოსამსახურის ცოდნა შესაბამისი ქულებით შეფასდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. (NS)
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)