2017-01-15 10:35:45, 1330 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე 18 იანვრის ჩათვლით უმეტესად უნალექო ამინდებს ელოდებიან
საქართველოს ტერიტორიაზე 18 იანვრის ჩათვლით, უმეტესად უნალექო და თბილ ამინდს პროგნოზირებენ.
დღეს დედაქალაქ თბილისში უმეტესად უნალექო და ნისლიანი ამინდი იქნება, ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, 16 იანვარს უმეტესად უნალექო და +9 გრადუსს პროგნოზირებენ, +10 გრადუსს ვარაუდობენ 17-18 იანვარს.
დასავლეთ საქართველოში დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +12 გრადუსამდე აიწევს. 16 იანვარს ზოგიერთ რაიონში მცრიე წვიმას ელოდებიან, 17-18 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება.
მაღალმთიან ადგილებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან