02:13 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 16:14:50, 2039 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
უგულავა: ჩემთვის სააკაშვილი დამთავრდა მაშინ, როდესაც ზუგდიდის საუბარი მოვისმინე

ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი მაშინ დამთავრდა, როდესაც ზუგდიდის საუბარი მოვისმინე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, მარაზმში თანამონაწილეობა არ შეიძლება.

"მარაზმში რა თქმა უნდა ყველა ინდივიდუალურად უნდა იღებდეს გადაწყვეტილება. ჩემთვის წითელი ხაზი იყო, როდესაც ზუგდიდის საუბარი მოვისმინე. ერთი შანსიც, რომ არსებულიყო და თუ 1%-ით მაინც გჯერათ, რომ ამ ადამიანს ასეთი ფორმით, ასეთი მეტყველებით, შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მე იმ 99% კითხვებს გვერდით გადავდებდი და ამ 1%-ს ჩამოვეკიდებოდი. სამწუხაროდ მანვე არ დატოვა ერთიანობის შანსის 1%-იც კი. დიახ, პასუხისმგებელი ამ პარტიის დანგრევაზე არის ერთადერთი ადამიანი - ის ვინც ეს პარტია შექმნა. მაგრამ ამით აღნიშნულ თემაზე საუბარი უნდა დავამთავროთ", - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, წარსულზე საუბარი ყველამ უნდა დაამთავროს და დასძინა, რომ ეს წარსულების პრეროგატივაა.

მანვე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობებისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობას ვეუბნები იმ შანსისთვის, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა , მე გიგი უგულავას მომცა და ყოველთვის მადლობას ვეტყვი. არასდროს არ ვყოფილვარ უმადური ადამიანი. მაგრამ პოლიტიკა არის მსახურება არა ერთმანეთის, ან ლიდერების, არამედ ხალხის მსახურება", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ  ზუგდიდში პირდაპირი ჩართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა პარტიის ლიდერების ნაწილს მოღალატეები უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics