|
2017-01-12 11:32:41, 2223 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტის სიძის და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
საქართველოს პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც „ექსპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სტაბილურია ასევე პრეზიდენტის სიძის მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. „პრეზიდენტის სიძეს ჩაუტარდა ოპერაცია, მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება, ასევე სტაბილურია მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისინი მულტიპროფილურ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას“,-აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ცნობისთვის, წუხელ ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და 236-ე, იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)