|
2017-01-12 08:59:35, 2493 ნახვა
საზოგადოება მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაადასტურა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი რექს ტილერსონი რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას საერთაშორისო სამართლისა და ნორმების დარღვევად მიიჩნევს, ამის შესახებ რექს ტილერსონმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი კანდიდატურა განიხილებოდა. რექს ტილერსონს დემოკრატიული პარტიის წევრმა, სენატორმა ბენ კარდინმა დაუსვა შეკითხვა, მიიჩნევს თუ არა ის საერთაშორიო სამართლისა და ნორმების დარღვევად საქართველოსა და უკრაინის რეგიონების ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიას, რაზეც სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა დადებითად უპასუხა. ტილერსონის თქმით, რუსეთი დღეს საფრთხეს წარმოადგენს. ამავე დროს, მან ბარაკ ობამას ადმინისტრაცია რუსეთის ქმედებებზე სუსტ რეაგირებაში დაადანაშაულა. “ამჟამად რუსეთი საფრთხეა. ის შეიჭრა უკრაინაში, მოახდინა ყირიმის ანექსია. ის მხარს უჭერს იმ სირიულ ძალებს, რომლებიც უხეშად არღვევენ ომის კანონებს. ჩვენს მოკავშირეებს ნატო-ში აქვთ უფლება, იყვნენ შეშფოთებულები რუსეთის ასეთი აღზევებით”, - აღნიშნა ტილერსონმა. თუმცა, მროგორც მან აღნიშნა, აშშ რუსეთთან დიალოგისკენ უნდა მიისწრაფოდეს, მაგალითად ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში. “ჩვენ უნდა განვიხილოთ რუსეთთან თანამშრომლობის ვარიანტები საერთო ინტერესების საფუძველზე, მაგალითად, ტერორიზმის გლობალური საფრთხის შემცირების. იქ, სადაც რჩება აზრთა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობა, ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცეები ამერიკისა და მისი მოკავშირების ინტერესების დაცვაში”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა. ტილერსონის თქმით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს მოკავშირეების წინაშე და რომ რუსეთმა უნდა აგოს პასუხი თავის ქმედებებზე. ნავთობკორპორაცია Exxon Mobil-ის ყოფილი ხელმძღვანელი რექს ტილერსონი მომავალ სახელმწიფო მდივნად ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა. ტილერსონი ცნობილია რუსეთთან მჭიდრო კავშირებით და მას “პუტინის მეგობრადაც” კი მოიხსენიებენ. 2013 წელს ვლადიმერ პუტინმა რექს ტილერსონი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. სენატორმა მარკო რუბიომ რექს ტილერსონს პირდაპირ ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა ის ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავედ. ტილერსონმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ ის ასეთ ტერმინს არ გამოიყენებდა.
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)