2017-01-12 08:03:52, 1443 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
LIBE-ს კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭს დღეს უყრის
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (LIBE) ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის 13 დეკემბერს მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭს დღეს უყრის, - ამის შესახებ LIBE კომიტეტის Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს მუმდივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) 13 დეკემბერს ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დაადასტურა.
არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს სავარაუდოდ 2 თებერვალს განიხილავენ.
ამასთა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარ იოზვაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიუსელში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწყებას აპრილ/მაისის თვეში ელოდებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან