|
2017-01-11 14:59:31, 1893 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კახა კალაძე: ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით აფხაზეთში პრობლემებია
ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით აფხაზეთში პრობლემები ნამდვილად არსებობს. როგორც კალაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს მომავალში ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. "პრობლემები ნამდვილად არის ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენ უახლოეს მომავალში შევხდებით, გვექნება საუბარი ამ კონკრეტულ საკითხზე. როგორც შარშან, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დროულად იქნას მოგვარებული და ელექტროენერგიის თვალსაზრისით მათ პრობლემები არ შეექმნათ", - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექროენერგიის მოხმარება 2016 წელს 2007 წელთან შედარებით 55%-ით გაიზარდა, შესაბამისად "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საკმარისი არაა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)