|
2017-01-11 12:59:48, 2092 ნახვა
სამართალი
პატიმრისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპატრამენტმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული: „დაკავებულია მოქალაქე ნ.ჭ, რომელიც N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის ს.შ-სთვის ამანათის შეგზავნის მიზნით დაწესებულების საამანათო განყოფილებაში მივიდა. შესაბამისი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მის მიერ წარდგენილ ს.შ-სთვის განკუთვნილ ტანსაცმელში მალულად იყო ჩაკერებული ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, რომლებშიც მოთავსებული იყო 0.046141 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი". ნ.ჭ. ადგილზე დააკავეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-378-ე პირველი პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)