|
2017-01-10 13:20:15, 972 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ავტობუსების ბაზის მშენებლობა დაათვალიერა
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დიდ დიღომში ავტობუსების ბაზის მშენებლობა დაათვალიერა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 377 ავტობუსზე გათვლილი ავტობაზა ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვება და იქ „მანის“ 143 ახალი ავტობუსი განთავსდება, რომელთა მიღება მარტში დასრულდება. მათივე ცნობით, ტენდერში გამარჯვებული შპს „დაგის“ სამშენებლო ჯგუფები ძირითადი ნაგებობების ფუნდამენტის ჩასხმას ამთავრებენ. ბაზისთვის გამოყოფილ 6 ჰექტარ მიწის ფართობზე ავტობუსების სადგომების გარდა, სერვის ცენტრი, სამრეცხაო, ბენზინ და CNG ტექნოლოგიის გაზგასამართი სადგურები, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები აიგება. დავით ნარმანიას განცხადებით, ავტობაზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდიანეობს. „ბაზა ახალი ავტობუსებისთვის არის განკუთვნილი, შესაბამისად, იქ იქნება ყველა ტექნიკური პირობა, რათა ახალ ავტობუსებს მოვემსახუროთ. მათ შორის, გაზგასამართი სადგური, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი. სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიში მიმდინარეობს, რათა მას შემდეგ რაც ყველა ავტობუსს მივიღებთ და შესაბამისი მიმართულებით გავუშვებთ, ადგილი მზად იყოს და მათი მომსახურება ახალი ბაზის პირობებში მოხდეს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. ავტობაზაზე ახალი ავტობუსებისთვის ყველა სახის მომსახურების გაწევა იქნება შესაძლებელი. მათ შორის, ყოველდღიური სერვისი და კაპიტალური რემონტი. ავტობაზა 12-მეტრიანი „მანის“ ავტობუსების გარდა, საშუალო, 9-მეტრის სიგრძის ავტობუსების მიღებასაც შეძლებს. დავით ნარმანიასთან ერთად, ავტობაზაზე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი და საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ. დიდ დიღომში ავტობაზის მშენებლობა 2016 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო. (NS)
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)