|
2017-01-09 17:53:54, 2549 ნახვა
საზოგადოება
GDS-იდან საზმაუზე - „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელები იცვლებიან
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელები და წამყვანები, იცვლებიან. როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს GDS-ის პროდიუსერი, ეკა შონია უხელმძღვანელებს, ხოლო მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი გიორგი ფუტკარაძე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. რაც შეეხება ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი და მიმდინარე ამბების დეპარტამენტის უფროსს, გიორგი გვიმრაძეს, ჩვენი ინფორმაციით, მას GDS-ის წინასაარჩევნო პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან” ბიძინა ივანიშვილის თანაწამყვანი ნათია თოიძე ჩაანაცვლებს. აღნიშნული გადაცემის კიდევ ერთი წამყვანი, ჟურნალისტი მიხეილ ფეიქრიშვილი კი, ახალ პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს. კიდევ ერთი ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდს შეეხო. ვებ-გვერდის მთავარი რედაქტორი, ირინა დეკანოიძე იქნება.
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)