|
2017-01-09 15:21:41, 2764 ნახვა
სამართალი
რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა - მუხლი არ გადაკვალიფიცირდა
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. იგი ბრალდებულად სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მულხის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს. დაზარალებული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, მუხლის გადაკვალიფიცირება არ მოხდა. გაჩეჩილაძის ადვოკატი ლილი გელაშვილი მიიჩნევს, რომ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი მძიმე მუხლით აქვს წარდგენილი: „რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, არათუ დამძიმების მიზნით, არამედ მიგვაჩნია, რომ ეს მუხლიც არაა სწორი.ერთი ორი დარტყმა, ეს იყო ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება, არ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. პოლიტიკურ ჩარჩოებში ცდილობს გადაიყვანოს ნიკა გვარამიამ, რაც აბსურდია. მოტივი იყო ნიკა გავრამიას მხრიდან პირადად მისი მამის და ბიძის ინტენსიური ყოველდღიური შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება. ეს იყო ნასვამი ადამიანის დაგროვებული ბოღმა, ნიკა გარამიასგან წარმოთქმულმა შეურაცხმყოფელმა ფრაზამ გამოიწვია გაღიზიანება გაჩეჩილაძის მხრიდან, მივიდა და დაარტყა“, - აღნიშნა ადვოკატმა. პარალელურად პოლიციის მთავარ სამმართველოში მოწმეთა გამოკითხვები მიმდინარეობს. რატი გაჩეჩილაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)