|
2015-03-27 11:55:23, 493 ნახვა
პოლიტიკა
კვერენჩხილაძე: იმისათვის, რომ ინსტიტუციები მოხსენების განხილვის ფორმატში წარმოდგენილები იყვნენ, ჯერ უნდა მოიწვიონ
"პარლამენტის მიერ აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, თუ სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლების მოწვევა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასასწრებად, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისადმი ინსტიტუციური პატივისცემის გამოვლინება იქნება", - ამის შესახებ პრეზიდნეტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, გადაუგზავნა თუ არა პარლამენტმა მთავრობის წევრებს მოწვევა, ეს კითხვა თავად საკანონმდებლო ორგანოს მისამართით უნდა დაისვას. თუმცა, კვერენჩხილაძე მიიჩნევს, რომ ესა თუ ის ინსტიტუცია რომ ყოველწლიური მოხსენების განხილვის ფორმატში წარმოდგენილი იყოს, ისინი ჯერ უნდა მოიწვიონ. "ამ კითხვით პარლამენტს უნდა მიმართოთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ პარლამენტის მხრიდან აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, თუ სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლების მოწვევა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასასწრებად, ეს იქნება ინსტიტუციური პატივისცემის გამოვლინება აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისადმი. შესაბამისად, იმისათვის, რომ ესა თუ ის ინსტიტუცია წარმოდგენილი იყოს ყოველწლიური მოხსენების განხილვის ფორმატში, ჩვენ ვთვლით, რომ ისინი ჯერ უნდა იყვნენ მოწვეული და ამის შემდგომ ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტიოლებას, დაესწრებიან თუ არ დაესწრებიან. კონსტიტუციურ მოდელს არნაირი კავშირი არ აქვს დასწრება არ დასწრებასთან.იყო საუბარი, რომ რეგლამენტით პარლამენტს არ აქვს ვალდებულება მოიწვიოს. რა თქმა უნდა, ასეთი საკითხები არასდროს არ ყოფილა ამ 20 წლოის განმავლობაში, რაც საქართველოს კონსტიტუცია არსებობს, კონსტიტუციურ თუ სხვა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული. უბრალოდ ჩვენ ვთლვით, რომ ეს არის ტრადიცია, რომელიც არსებობდა სახელმწიფოში და რომელიც ახალ ქართულ რეალობაში და კონსტიტუციურ მოდელშიც უნდა გაგრძელდეს. შესაბამისად, ინსტიტუციური თანამშრომლობის, ინსტიტუციებს შორის პატივისცემისა და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ერთიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, მივიჩნიეთ, რომ მათი დასწრება იქნებოდა მიზანშეწონილი მოხსენების განხილვის დროს. შესაბამის გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)