19:31 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-07 02:18:11, 2968 ნახვა

მსოფლიო
სროლა მაიამის აეროპორტში - დაიღუპა 5 ადამიანი, 9 კი მძიმედ დაშავდა

შტატ ფლორიდაში მდებარე ერთ-ერთ აეროპორტში სროლა იყო, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 9 კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახენ ინფორმაციას ABC NEWS-ი ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, ”Fort Lauderdale-Hollywood”-ის აეროპორტში თავდამსხმელმა ცეცხლი საბაჟო ტერმინალთან გახსნა, რომელსაც უსაფრთხოების სამსახურები არ აკონტროლებდნენ.

როგორც მედია წერს, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელს თანამზღახველები არ ჰყავდა. 

სააგენტო Tass-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ალიასკის შტატიდან ერთ-ერთი რეისით ჩამოვიდა და იარაღი ხელჩანთაში ჰქონდა. 

მაიამის აეროპორტში ავიარეისების ნაწილი დროებით გადაიდო.

თავდასხმის მიზეზები უცნობია. გამოძიების ინფორმაციით, ასევე უცნობია იყო თუ არა მომხდარი ინციდენტი ტერორიზმის აქტი. 

ამასთან, სოციალურ ქსელ Twitter-ში, თვითმხილველმა ვიდეო ატვირთა, სადაც ერთ-ერთი დაღუპულის ცხედარი ჩანს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics