|
2017-01-05 15:54:08, 2038 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი ზურაბ მარქარიანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლით. როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 21 ოქტომბერს, თბილისში, დაისის ქუჩაზე, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი ზურაბ მარქარიანი მისსავე საცხოვრებელ ბინაში მეუღლეს დიანა მოსიაშვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. "ზურაბ მარქარიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)