2016-12-30 10:28:07, 1095 ნახვა
საზოგადოება
სულდა-თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სულდა-თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩატარაებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ36 (სულდა-თურქეთის საზღვარი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან