|
2016-12-30 09:31:49, 3010 ნახვა
სამართალი
დევნილისთვის ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ჩ., თაღლითობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, თაღლითურად გამოართვა 2500 ლარი. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, თაღლითურად მითვისებული თანხა - 2500 ლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)