2016-12-29 21:45:24, 1205 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე აჭარის წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის წლის საუკეთესო და წარმატებული სპორტსმენების, მწვრთნელების, ფედერაციებისა და ჟურნალისტების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაზე 2016 წელს სპორტში გაწეული საქმიანობა და შედეგები შეჯამდა.
10 საუკეთესო სპორტსმენი, 10 წარმატებული სპორტსმენი, 12 საუკეთესო მწვრთნელი, 3 საუკეთესო ფედერაცია და 3 საუკეთესო სპორტული ჟურნალისტი სიგელებით და სპორტული ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ყოველწლიურად მართვს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან