18:46 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 11:36:50, 2746 ნახვა

მსოფლიო
CNN: ბარაკ ობამა აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს, - ამის შესახებ CNN იუწყება.

CNN-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი მოსკოვისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია შესაბამის განცხადებას დღეს, 29 დეკემბერს გააკეთებს. 

მედიის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ იგეგმება უკვე არსებული სანქციების გაფართოვება და დიპლომატიური ზომების ამოქმედება, ასევე საიდუმლო ზომების მიღება.

აშშ-ის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხროციელებული კიბერთავდასხმების უკან რუსეთი იდგა. აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰაკერულმა შეტევამ აშშ-ის შედეგებზე გავლენა მოახდინა, რამაც დონალდ ტრამპის გამარჯვებას შეუწყო ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
ფაშინიანი: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics