|
2016-12-28 19:22:15, 871 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ 100%-იანი წილი გამოიტანა
აჭარის ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ 100% იანი წილი გამოიტანა, - ამის შესახებ "ექსპრენიუსს" აჭარის არ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ცნობით, საავადმყოფოს გასხვისების ერთ-ერთი მთავარი პირობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 8 თვის ვადაში შენობისთვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება იყო, რომელიც არაუგვიანეს 36 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო და შემსყიდველ კომპანიას 10 წლის განმავლობაში არსებული სამედიცინო (ფსიქიატრიული) პროფილი უწყვეტად უნდა შეენარჩუნებინა. "2016 წლის 16 დეკემბერს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად შპს ,,რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100% იანი წილი გამოიტანა. გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ იმ მოტივით, რომ გამოსწორებულიყო ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა. კლინიკაში სათანადო პირობების არარსებობაზე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენებაშიც. რამდენიმე დღის წინ აჭარის ა.რ. მთავრობას წერილობით ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აუქციონის შეჩერების თხოვნით მომართა. როგორც ჩანს, არასწორად იქნა აღქმული ელექტრონული აუქციონის ერთ-ერთი პირობა, არსებული სამედიცინო პროფილის 10 წლით შენარჩუნებასთან დაკავშირებით და გაჩნდა უსაფუძვლო ეჭვი, რომ შესაძლოა 10 წლის შემდეგ რეგიონს აღარ ჰქონოდა ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო. გამომდინარე იქედან, რომ გვსურს პროცესის აბსოლუტური გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ და გავფანტოთ უსაფუძვლო შიში 10 წლის შემდეგ კლინიკის პროფილის შეცვლის თაობაზე, აჭარის ა.რ. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულების მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ პირობად სამედიცინო პროფილის არანაკლებ 50 წლის ვადით შენარჩუნება განისაზღვრა. ქონების შეძენით დაინტერსებული პირებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონული აუქციონის დასრულების არსებულ ვადას (30 დეკემბერი) 2 კვირა დაემატა", - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)