00:25 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 13:49:10, 1599 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხოშტარია: იმედია, ჩვენი კოლეგები და სააკაშვილი გაიაზრებენ, რამხელა ზიანს აყენებენ პარტიას და ქვეყანას

„იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და პირველ რიგში მიხელ სააკაშვილი გაიაზრებენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ არამხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, სააკაშვილის მხრიდან პროცესების ამგვარი განვითარება, პარტიის დაშლის შესაძლებლობას აღრმავებს,

“გამოაცხადეს რაღაც კომისია, რომელიც გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს. ამ ზღვრამდე პროცესის მიყვანა ნამდვილად სერიოზულ საფრთხეს უქმნის პარტიის ერთიანობას და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და პირველ რიგში მიხელ სააკაშვილი გაიაზრებენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ არამხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას და დაბრუნდებიან ცივილიზებულ ჩარჩოში. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ განსხვავებული აზრია პრობლემა, მაგრამ წესების უგულებელყოფა და თანაგუნდელების შეურაცხყოფა, ეს არის პროცესი, რომელიც ზიანს აყენებს პარტიას. პროცესების ასე განვითარება, რომელიც სააკაშვილის მხრიდან ხდება, პარტიის დაშლის შესაძლებლობას აღრმავებს“, - აღნიშნა ხოშტარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics