|
2016-12-28 12:18:17, 911 ნახვა
საზოგადოება
დაგეგმე მომავალი - შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა შეიქმნა
„დაგეგმე მომავალი“ - ამ სახელწოდებით დასაქმების მიმართულებით ინოვაციური მექანიზმი - შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა შეიქმნა. საჯარო ვებ-პორტალის პრეზენტაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ წარადგინა. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა - www.labour.moh.gov.ge „ერთი ფანჯრის“ პრინციპზეა შექმნილი და შშმ პირებზე სრულად არის ადაპტირებული. საჯარო ვებ-პორტალი მომხმარებლებისთვის ქვეყანაში შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერულ დაგეგმვასა და მოთხოვნად პროფესიებზე განახლებული ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს. სისტემა მომხმარებელს ინფორმაციის გაანალიზებასა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. მისი მეშვეობით, მაძიებლები სამუშაო პერსპექტივებზე, მოთხოვნად პროფესიებსა და ეკონომიკური სექტორების მიხედვით, დასაქმების შესაძლებლობებზე მიიღებენ ინფორმაციას. დამსაქმებლები შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მიწოდებისა და სექტორების მიხედვით ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს გაეცნობიან. განათლების პროვაიდერები შრომის ბაზრის მოთხოვნას და საჭირო უნარებზე მიიღებენ ცნობებს. პოლიტიკის პროცესში ჩართული ადამიანები კი მონაცემების ანალიზს გაეცნობიან და პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელებისათვის მტკიცებულებებს გამოიყენებენ. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაზე მუშაობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2016 წელს დაიწყო. მისი ამოცანა საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება და მომავლის სწორად დაგეგმვაში დახმარებაა. ინოვაციური მექანიზმის პრეზენტაციას ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში სახელმწიფო სტრუქტურების, სოციალური პარტნიორების, საერთაშორისო და სამოქალაო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)