|
2015-03-26 16:01:32, 387 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს ფრანგმა კოლეგამ ჟან-ივ ლე დრიანმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ეზოში გაიმართა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კოლეგებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მინისტრები საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხებსაც შეეხნენ. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო. „მინდა ვიზიტი შევაფასო ძალიან წარმატებულად, ვინაიდან ჩვენ საფრანგეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს. ეს შეეხება როგორც განათლების, ისე სამხედრო მომზადებისა და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში თანამშორმლობის სფეროებს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საფრანგეთთან აქტიურ რეჟიმში ურთიერთობას. ჩნდება ურთიერთობის ახალი პერსპექტივები, ახალი პლატფორმები. საფრანგეთთან, როგორც ნატოს ერთ-ერთ წამყვან წევრთან და როგორც ჩვენთვის მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობები მომავალშიც გაღრმავდება“, - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მარადიული ცეცხლის გაღვივების ცერემონიალს დაესწრო. საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას ტრიუმფალურ თაღთან პატივი მიაგეს ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)