|
2016-12-27 18:49:31, 2226 ნახვა
სამართალი
შსს-მ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა. "შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1996 წელს დაბადებული ტ.ხ., ყაჩაღობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 დეკემბერს ბრალდებულები გლდანში, მე-4 მ/რ მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრენ, იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ჯ.ს. და ტ.ხ. მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმში დააკავა. ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი - 1475 ევრო, 640 ლარი და 60 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)